გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რამდენ საათს შეიძლება ბავშვმა ტელეფონი და პლანშეტი გამოიყენოს

24-04-2018

რამდენ საათს შეიძლება ბავშვმა გამოიყენოს ტელეფონი და პლანშეტი ისე, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოს? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ტელეფონები და პლანშეტები არ გამოუგონიათ იმდენი ხნის წინ, რომ მათი გავლენა ბავშვებზე კარგად შეესწავლად. თუმცა დღეს სპეციალისტები ერთ საკითხზე თანხმდებიან: პრინციპულია არა საათების რაოდენობა, არამედ ის თუ კონკრეტულად რას აკეთებს ბავშვი.

ერთი საქმეა თუ ის ვიდეორგოლებს და ჩვეულებრივ ანიმაციურ ფილმებს უყურებს და სხვა - თუ მშობლებთან ერთად მონაწილეობს რაიმე საგანმანათლებლო პროგრამაში (სწავლობს რა ხმებს გამოსცემენ ცხოველები, ასოებს და ასე შემდეგ) ან Skype-ით ნათესავებს ეკონტაქტება.

2016 წლის ბოლოს ამერიკის პედიატრიის აკადემიამ თავისი რეკომენდაციები განაახლა:          

- 18 თვიდან ბავშვებს შეუძლიათ გაჯეტების გამოყენება, თუმცა მშობლებმა ეს საათები უნდა შეზღუდონ;
უკეთესია თუ 2 წლიდან 5 წლამდე ეს დრო დღეში ერთ საათზე მეტი არ იქნება;
- გარდა ამისა, ბავშვებს საკმარისად უნდა ეძინოთ, დაძინებამდე ერთი საათით ადრე უნდა მოწყდნენ გაჯეტებს, დღეში არანაკლებ ერთი საათისა უნდა იყვნენ ფიზიკურად აქტიურები და ბევრი დრო გაატარონ ჰაერზე;   

რა თქმა უნდა, იგულისხმება ის, რომ ტელეფონებს და პლანშეტებს საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენებენ, მაგრამ ზოგიერთი პედიატრი აცხადებს, რომ ზოგჯერ შეიძლება ამ გზით ბავშვის გართობა და საკუთარი საქმის გაკეთება: მშობლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვაც საჭიროა.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930