8-01-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის განმავლობაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 754 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 132 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 1 046 ფაქტი დაფიქსირდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დეპარტამენტის თანამშრომლებმა 424 სამართალდარღვევა გამოავლინეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 279 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 241, ქვემო ქართლში - 216, აჭარაში - 221, შიდა ქართლში - 188, , მცხეთა-მთიანეთში - 72, გურიაში - 39, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი - 22 ფაქტი.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის განმავლობაში, თბილისში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოავლინეს.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 16 600 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 284 ფაქტი და ამოღებულია 84 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.