8-01-2021
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში საფრანგეთის ყოფილ ელჩს, ერიკ ფურნიეს კორუფციუაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გარკვეული მატერიალური საზღაურის სანაცვლოდ მისგან საფრანგეთის მოქალაქეობა იყიდა.
ეს განცხადება სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:
მიხეილ სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა იყიდა საფრანგეთის ელჩისგან, რომლის მეუღლესაც რაღაცა დაუბრუნა, როგორც საჩუქარი პარიზის ცენტრში... მაშინდელ ელჩზე ვლაპარაკობ, ჩვენი დროინდელი ელჩი რომ იყო მაშინ...
ნიკა გვარამია: ძალიან სერიოზული ბრალდებაა ეს...
მიხეილ სააკაშვილი: დიახ, იყიდა საფრანგეთის მოქალაქეობა და ახლა პრაქტიკულად საპატიო ლეგიონის ორდენს ყიდულობს. უკაცრავად მაგრამ....
ნიკა გვარამია: რომელ ელჩზე ლაპარაკობთ, ფურნიეზე ლაპარაკობთ?
მიხეილ სააკაშვილი: კი... (შემდეგ ხმა იკარგება რედ.)
ნიკა გვარამია: ძალიან სერიოზული კორუფციული ბრალდებაა რაც ახლა თქვით, ხომ აცნობიერებთ ამას...
მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ვერ ხედავთ და ვერ აცნობიერებთ, რომ კორუფციაში არის რაღაც ნაწილი ჩაბმული? მერე რა... ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ევროპაზე და დასავლურ სამყაროზე გავბრაზდეთ... ყოველთვის, საბოლოო ჯამში როდესაც არის არჩევანი, დემოკრატია არის მაინც დასავლეთში, ჩვენი მოკავშირე, ცუდი თუ კარგი, მაინც დასავლეთია და ამერიკაზე მეტი მოკავშირე ჩვენ მაინც არა გვყავს. წერტილი!