გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლო 24 საათში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კოვიდ ვირუსით ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი

9-01-2021

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ჩატარდა 18 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 054 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 058 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 238 086-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 529 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 718-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 750 პირი ემსხვერპლა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 808 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 363, ქვემო ქართლი - 150, შიდა ქართლი - 165, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 131, მცხეთა-მთიანეთი - 62, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 592, საიდანაც: 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 874, აჭარაში - 352, იმერეთში - 725. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 847 პირი, მათ შორის, თბილისში - 382, აჭარაში - 75, იმერეთში - 198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 265 პირი, მათგან თბილისში - 174, აჭარაში - 11, იმერეთში - 30. 754 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 - თბილისში, 466 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 5 971 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 512 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 40, ხოლო იმერეთში - 24.

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 406 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 518 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 113 პირი, აჭარაში - 1 884, იმერეთში - 2 358.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031