გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალი რეკორდი - საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 67 პროცენტს კრედიტი აქვს

10-01-2021

საქართველოს მოსახლეობის 67 პროცენტს კრედიტი აქვს – ეს ისტორიული მაჩვენებელია და ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.


გვენეტაძის ინფორმაციით, უიმედო სესხები 2019 წლის ბოლომდე 4.4% იყო, ახლა კი დაახლოებით ორჯერ მეტი – 8%-ია.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 10-11 პროცენტამდე ავა, მაგრამ მისივე შეფასებით, შესაძლებელი იქნება მათი მართვა.
გვენეტაძის განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა ორი წლის წინ მიიღო დებულება ე.წ. “პასუხისმგებლიანი დაფინანსების” შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ სესხის გამცემმა სესხის გაცემის დროს კარგად უნდა შეაფასოს, აქვს თუ არა სესხის მთხოვნელს მისი გადახდის საშუალება ისე, რომ კიდევ დამატებითი ფინანსური სირთულეები არ დაეკისროს.


გვენეტაძის თქმით, მაშინ ამ კანონმა ვნებათაღელვა გამოიწვია. “ამბობდნენ, რომ თუკი ადამიანს სესხება უნდა, რატომ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ისესხოს. რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა ისესხოს, მას ამის საშუალება უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა ისესხოს ისე, რომ სესხის უკან დაბრუნება შესძლოს.”
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმასაც ამბობს, რომ გამომდინარე გატარებული ღონისძიებებიდან, გაცილებით კარგად ვართ, ვიდრე ამის გარეშე ვიქნებოდით.
“თუკი მოსახლეობას ვალის გადახდა შეუძლია და ეს მას პრობლემებს არ უქმნის, სესხის აღება ნორმალურია და ბაზრის განვითარებაზე მიუთითებს“, – აღნიშნა გვენეტაძემ.



jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930