გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სკანდალი ოკუპირებულ აფხაზეთში: დაკავშირებულია თუ არა ე.წ. ხელისუფლება მაინინგთან?

10-01-2021

აფხაზეთში ახალი სკანდალია: ხელისუფლებამ არსებული აკრძალვის გვერდის ავლით, ქვეყანაში მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობის მსხვილი პარტიის შეტანა დაუშვა.


საქონლის მფლობელად მითითებულია სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი, მაგრამ აფხაზეთში ბევრი ფიქრობს, რომ რეალური მფლობელი – პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ადამიანია. 


დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბის მიერ ხელმოწერილი აღჭურვილობის შემოტანის ნებართვა ერთ-ერთ Telegram-არხზე, 23 დეკემბერს გამოჩნდა. შემდეგ ეს დაადასტურა თავად სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა, იგორ ხურხუმალმა.


მაინინგი აფხაზეთში მასშტაბური ენერგოკრიზისის მთავარი მიზეზი გახდა, რომლის გამოც, მოსახლეობას ელექტროენერგია დღე-ღამეში, სულ რამდენიმე საათით მიეწოდება. 2020 წლის 20 ოქტომბერს, ხელისუფლებამ აკრძალა მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობის შეტანა, 1-ელ დეკემბერს კი თავად მაინინგი აკრძალა. მაგრამ იგორ ხურხუმალმა მაინც მიიღო ნებართვა ძალიან მსხვილი პარტიის შემოტანაზე – მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობის 1 747 ერთეული. და იმავე ბრძანებით, კიდევ ერთი პარტია – 658 ერთეულის ოდენობით, შემოვიდა აფხაზეთში მოქმედ ერთადერთ კერძო ჰიდროექლექტროსადგურზე, სოხუმი-ჰესზე დასამონტაჟებლად. 


საკუთარ აღიარებით წერილში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ხურხუმალი განმარტავს, რომ ფული ისესხა და აღჭურვილობა სექტემბერში შეუკვეთა, როდესაც ხელისუფლებას დაშვებული ჰქონდა მაინინგის ფერმების საქმიანობა. თუმცა, აღჭურვილობა დაგვიანებით ჩამოვიდა და ამ დროისთვის უკვე მიღებული იყო დადგენილება აფხაზეთში მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობის შემოტანის აკრძალვის შესახებ (20 ოქტომბერი). გარემოებების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ მაინც მისცა მას ტვირთის აღების ნებართვა. ხურხუმალი პირობას დებს, რომ აღჭურვილობა ჯერჯერობით უბრალოდ მის სახლში შეინახება. 


თუმცა, ხურხუმალის მიერ მოყოლილი ისტორიის სანდოობამ ბევრს გაუჩინა ეჭვი აფხაზეთში. 


შემოტანილი აღჭურვილობის ღირებულება, დაახლოებით, 25-30 მილიონ რუბლად (დაახლოებით, 400 ათას დოლარად) არის შეფასებული.  ბევრ ექსპერტსა და სოციალურ ქსელებში მიმდინარე დისკუსიის მონაწილეს ეჭვი ეპარება, რომ რიგით სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ასეთი თანხის მოძიება შეეძლო. არსებობს ვარაუდი, რომ ქვეყანაში შემოტანილი კრიპტო-აღჭურვილობის პარტიის რეალური მფლობელი – პრეზიდენტის გარემოცვიდან არის ვიღაც. უჩვეულო კონტექსტი აქვს აღჭურვილობის მეორე პარტიასაც, რომელიც, დოკუმენტაციის თანახმად, სოხუმი-ჰესისთვის არის გათვალისწინებული. ერთი თვის წინ, ამ ჰიდროელქტროსადგურის ერთ-ერთმა მფლობელმა, რეზო ზანთარიამ სახელმწიფო ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოხუმი-ჰესში არ არის და არც შეიძლება იყოს მაინინგის ფერმა, რადგან ჰესს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური პარამეტრები. რეზო ზანთარაიას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია ჰესისთვის მაინც შემოტანილ აღჭურვილობასთან დაკავშირებით. 



jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930