გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკვე არსებობს ფეხსაცმელი, რომელიც არასდროს სველდება

26-12-2017

უკვე არსებობს ფეხსაცმელი, რომელიც წყალგამძლეა. Vessi გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი სტანდარტული სპორტული ფეხსაცმელი, თუმცა მისი გამოყენება ნებისმიერ ამინდში და პირობებში არის შესაძლებელი.
წელიწადში, საშუალოდ, 150 დღე წვიმს, შესაბამისად, ასეთ დროს შეუფერებელი ფეხსაცმლის გამო, დისკომფორტს განვიცდით ან ფეხი გვისველდება. 
Vessi ეს არის ფეხსაცმელი, რომლითაც თავისუფლად შეგიძლიათ მოძრაობა წვიმაში, თოვლსა და ტალახში, ისე, რომ ფეხი არ გისველდებათ და არც ფეხსაცმელი გესვრებათ ადვილად. 
დასვრის შემთხვევაში, ძალიან ადვილად იწმინდება. სხვა მსგავსი ფეხსაცმლისგან განსხვავებით, ის ჰაერის მოძრაობას არ უშლის ხელს და ფეხს სუნთქვის საშუალებას აძლევს.  ფეხსაცმელი 3 ფენისგან შედგება, რაც მას წყლის შეღწევისგან იცავს.
ფეხსაცმელი დამზადებულია პოლიესტერისგან და ნეილონისგან, რაც მის ელასტიკურობას განაპირობებს.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930