გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"ngnovoros.ru“(რუსეთი): უნდა ნახოთ რუსი ქალები ქართველი თამადის კომპლიმენტების შემდეგ-ისინი პირდაპირ დნებიან

24-04-2018

„საქართველოში თავს ისე კარგად გრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელმაც ქრისტიანობა, რუსეთთან შედარებით რამდენიმე საუკუნით ადრე მიიღო. ექსკურსიების სოლიდური წილიც სწორედ უძველესი ტაძრების, ეკლესიების და ქრისტიან წმინდანთა საძვალეების დათვალიერებაზე მოდის. უსაფრთხოება გარანტირებულია: თვითონ ქართველები აცხადებენ, რომ მათთვის სტუმართა უსაფრთხოება პირველ ადგილზე დგას. კორუფცია პრაქტიკულად არ არსებობს. საქართველოში სამოგზაურო ტურის განსაკუთრებული სახეობაც კი ჩამოყალიბდა: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული გოგონები აქ მარტო დადიან - მათ იციან, რომ არავინ არაფერს არ დაუშავებთ“-ნათქვამია რუსული გამოცემის, «Наша газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.


სტატიის ავტორი გალინა ტეტერინა ყურადღებას უთმობს რუსი ქალბატონების რეაქციას ქართველი მამაკაცების მიერ კომპლიმენტების მიღების შემდეგ და აცხადებს, რომ რუსი ქალები პირდაპირ დნებიან, თუმცა, აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ მასაც სწორედ ასეთი რეაქცია აქვს.


„საქართველოში ძალიან საინტერესოდ ჩანს მართლმადიდებლური რწმენის შეთავსება აღმოსავლური ხასიათთან. ქართველები მხიარული ხალხია, რაც მათი განმასხვავებელი ნიშანია. ძალიან უყვართ სუფრა, რომელიც ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი. სუფრაზე თამადა ბევრ სადღეგრძელოს ამბობს, მაგრამ იწყებს უფლისა და სიწმინდეების დალოცვით, მშობლიური ქვეყნის, ხალხის გმირების მოხსენიებით, დიდ პატივისცემას გამოხატავს ქალების მიმართაც: თქვენ უნდა ნახოთ რუსი ქალები ქართველი თამადის კომპლიმენტების შემდეგ - ისინი პირდაპირ დნებიან (სხვათა შორის, მეც ასეთი ვარ!). მარტო ამისთვის უნდა წახვიდეთ საქართველოში, რომ თავი შინაურებში უზრუნველად იგრძნოთ გადატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ“-ნათქვამია სტატიაში.


p.s. სტატიის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930