გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც გამიკეთებია, პოლიტიკაში მოსვლაა

13-01-2021

ვფიქრობ, ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც გამიკეთებია, არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, პოლიტიკაში მოსვლით იმ დროს საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე სასწორზე დადო.

„თავს უფლებას მივცემ, ფინანსურ თემებზე, რომელიც გარკვეულ უხერხულობას იწვევს, ასე საჯაროდ არ ვისაუბრო, მაგრამ პოლიტიკური ქველმოქმედების ნაწილზე კი შევჩერდები. აქაც ჩემი გუნდის წევრებს შევახსენებდი – როდესაც გუნდის რომელიმე წევრს ოპონენტები ეუბნებიან, რომ ივანიშვილმა დაანგრია ქვეყანა, გადაწვა საქართველო, ამ დროს იშველიებენ ხოლმე პასუხად – სამაგიეროდ, აგერ, ეკლესია ააშენა, ფული დახარჯა. ეს ძალიან არ მომწონს. ეს არ არის დაცვა, პირიქით, ეს დათვური სამსახურია.

აქაც შევახსენებ გუნდის წევრებს – არაფერი არ სჭირს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას საიმისო, რომ სხვა მეთოდებით დამიცვან, იგივე ქველმოქმედებით, ფინანსური დანახარჯებით. პირიქით, საგაზეთო ინტერვიუშიც ვთქვი, რომ, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც გამიკეთებია, არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა, არა ზედმეტი დაგროვილი ფულის ხარჯვა, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკი დავდე სასწორზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930