16-01-2021
პოლიტიკურ პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ჰყავს, რომელიც პარტიის დღევანდელ ყრილობაზე აირჩიეს:
-ირაკლი კობახიძე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე
-კახა კალაძე - პარტიის გენერალური მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი
-ვასილ მაღლაფერიძე - პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური საბჭოს წევრი
-გიორგი გახარია - პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
-არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
-მაია ცქიტიშვილი - პოლიტიკური საბჭოს წევრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი
-გიორგი ვოლსკი - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
-ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი
-თეა წულუკიანი - პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
-მამუკა მდინარაძე - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თამჯდომარე
-კახაბერ კუჭავა - პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
-ვახტანგ გომელაური - პოლიტიკური საბჭოს წევრი, შინაგან საქმეთა მინისტრი
-ეკატერინე ტიკარაძე - პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
-ივანე მაჭავარიანი - პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი
-მაკა ბოჭორიშვილი - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
-შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
-მარიამ ქვრივიშვილი - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
-ნიკოლოზ სამხარაძე - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
-სოზარ სუბარი - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე
-დიმიტრი სამხარაძე - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარტიის რეგიონული მდივანი, პარლამენტის წევრი
-თორნიკე რიჟვაძე - პოლიტიკური საბჭოს წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე