გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა

21-01-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთანმსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტის მხარდაჭერისა და, ზოგადად, განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ გერმანელი პროფესორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში, როგორც ადმინისტრირების, ასევე, აკადემიური მიმართულებით. კერძოდ,უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი; მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობს დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორი სებასტიან შმიდტი, ხოლო საბჭოს წევრები: პროფ. ბერნდნოიმაიერი, პროფ. ჯონი შაჰი, პროფ. ჰანს შტროერიიულიხის კვლევით ცენტრში წამყვან პოზიციებს იკავებენ, პროფ. ახიმ შტალი კი RWTH აახენის უნივერსიტეტის პროფესორია.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. საქართველოში ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება. ეს არის ბრწყინვალე საჩუქარი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისათვის.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შექმნისთანავე ინტენსიურად თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რომლებითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ოპერირება დაიწყო. მომდევნო წლებში უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის და ყოველი მათგანი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული. აღნიშნული მიდგომა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ უმაღლესი დონის განათლება, როგორსაც მათი თანატოლები იღებენ საზღვარგარეთ.

თავის მხრივ, ჰუბერტ ქნირშმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ გერმანელ და ქართველ პროფესორებს შორის, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში ლექციებს კითხულობენ, ხდება სამეცნიერო მიღწევებისა და სასწავლო მეთოდოლოგიის გაზიარება.
შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა სამეცნიერო კუთხით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, 2021 წლიდან Horizon Europe-ისსაგრანტო კონკურსებისათვის ერთობლივი სამეცნიერო პროექტების მომზადება იგეგმება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამეცნიერო-კვლევითი მხარეს. რამდენიმე წელიწადში უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყებს ფუნქციონირებასადრონული თერაპიის ცენტრი. ამჟამად, სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს ორი ციკლოტრონის დამზადება და აწყობა. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს.უნივერსიტეტი ამ მიმართულებით უკვე თანამშრომლობს „გერმანიის სიმსივნის კვლევით ცენტრთან“ და მათთან ერთად სამომავლოდ ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაც იგეგმება.მეცნიერების განვითარებაზე ორიენტირებული და ინტერნაციონალური მიდგომის შედეგად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდება და მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა გახდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930