გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ჟორჟოლიანი: განათლების სამინისტრომ უკვე დაიწყო სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგი, სადაც ფიზიკურად შესაძლებელია მისვლა, შესაბამისი ჯგუფები აქტიურ რეჟიმში მუშაობენ

1-03-2025

მოწმდება სკოლების უსაფრთხოება, რისთვისაც სამინისტრომ სპეციალური ჯგუფები დაიქირავა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.


მისივე განცხადებით, სადაც ფიზიკურად მისვლა შესაძლებელია, მონიტორინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


„განათლების სამინისტრომ უკვე დაიწყო სკოლების მონიტორინგი, სადაც შესაძლებელია, რომ ფიზიკურად მივიდეთ, მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები, ამოწმებენ სკოლების უსაფრთხოებას, ამისთვის სამინისტრომ სპეციალური ჯგუფები დაიქირავა. მონიტორინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031