გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირველად მიეცემა შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში

21-01-2021

რამდენიმე საათში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს, საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა და საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირველად მიეცემა შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს.

„ეს გადაწყვეტილება არის და იქნება შედეგი 12 წლიანი შრომის, ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ყველას უნდა გვესმოდეს, გარდა იმისა, რომ ეს ახდენს კომპენსაციას ჩვენი დაზარალებული მოქალაქეებისთვის და იქმნება საფუძველი ამისთვის, რა თქმა უნდა, ეს ძირითადად იქნება საფუძველი, მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის პირველი, საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება, საქმის, 2008 წლის ომის. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, როგორც მთავრობას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, უახლოეს პერიოდში, უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები უწყებათაშორის კოორდინირებული მუშაობის ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით და ამ ნაწილში, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და ჩვენს საზოგადოებას გავაცნობთ უახლოეს პერიოდში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დღეს არის უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე და დღეს, საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირველად მიეცემა შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ, უწყებათაშორის კოორდინირებულ დონეზე დაიწყოს დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930