გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
გია ხუხაშვილი კახა ბენდუქიძეზე: ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ოჯახის წევრი დავკარგე; მისი დამსახურებით საჯარო სექტორის არაკორუმპირებული დაბალი და საშუალო დონე მივიღეთ

22-01-2021

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, მას კახა ბენდუქიძის მოღვაწეობასთან მიმართებაში წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს.


როგორც ხუხაშვილმა გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში განაცხადა, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირების  თვალსაზრისით ბენდუქიძის როლი საკმაოდ დიდი იყო.


"მისი დამსახურებით ჩვენ მივიღეთ საჯარო სექტორის არაკორუმპირებული დაბალი და საშუალო დონე. რეორგანიზაციის პერიოდში მისი იდეები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს მისი ყველაზე დიდი დამსახურებაა. ის, რომ სახელისუფლებო სისტემა გახდა მეტად ეფექტური (სხვა საკითხის მისი ეფექტურობა რაში გამოიხატებოდა), აქ მისი, როგორც კონსულტანტისა და იდეის  ავტორის როლი საკმაოდ მაღალი იყო.


ქარიზმატული და ნიჭიერი ადამიანი გახლდათ და მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, როგორც ოპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.


ოპონირებაში ხშირად იბადება ის ოქროს კვეთა, სადაც ადამიანები ერთმანეთთან თანხმდებიან. მისი გარდაცვალების გამო მე პირადად გული ძალიან დამწყდა და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ოჯახის წევრი დავკარგე" - განაცხადა ხუხაშვილმა.


მანვე, გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა ბენდუქიძის იმ შეხედულებებზე, რომელიც მისთვის მიუღებელი იყო.


ამ კუთხით ხუხაშვილი პრივატიზაციასთან დაკავშირებულ მომენტებს და იმ კონცეფციას ასახელებს, რომლის თანახმადაც ბაზარზე ყოველთვის ძლიერი იმარჯვებს.


"კატეგორიულად არ ვიზიარებდი მის ლიბერტარიანულ შეხედულებებს ეკონომიკასთან მიმართებაში, სადაც ადამიანისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ღირებულება მისთვის ნულოვანი იყო" - განაცხადა ხუხაშვილმა.



P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო  NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930