გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერი წინასაახალწლო ღონისძიებებს დაესწრო

26-12-2017

თბილისის მერი კახა კალაძე ისნისა და დიდუბის რაიონებში წინასაახალწლო ღონისძიებებს დაესწრო, სადაც გამგეობების ორგანიზებით, სადღესასწაულო კონცერტები გაიმართა.

თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებებზე ისნისა და დიდუბის რაიონების გამგებლები კახა ლაბუჩიძე და ირმა ზავრადაშვილი იმყოფებოდნენ.

„დიდუბის რაიონის ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიება დამდეგ შობა-ახალ წელს ეძღვნება. დღევანდელი კონცერტი განსხვავებულია შინაარსობრივად, იმ მხრივ, რომ ამ ღონისძიების ყველა მონაწილე, როგორც შემსრულებელი, ასევე მაყურებელი დიდუბელია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონის მოსახლეობას ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს და ბედნიერებას უსურვებს“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, დღის განმავლობაში, ისნისა და დიდუბის რაიონებში თეატრალური წარმოდგენები, პერფორმანსები, სხვადასხვა კონკურსები და სახალისო ვიქტორინები ჩატარდა.

ღონისძიებაზე სპეციალურად მიწვეულმა ქუჩის აკრობატებმა ღია სივრცეში სადღესასწაულო სანახაობა წარადგინეს. თოვლის ბაბუამ კი, პატარებს საჩუქრები გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930