გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისის რა ადგილებში მოეწყობა მიწისქვეშა პარკინგი

25-04-2018

დედაქალაქის მასშტაბით, 3 ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, თბილისის მერია ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 
მისივე თქმით, საუბარია, გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე. როგორც კალაძემ აღნიშნა, ჯამში, სამივე ლოკაციაზე 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი.

„ქალაქში ასაშენებელია როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა პარკინგები. როგორც იცით, კვლევა ჩატარებულია და თბილისში 10 ლოკაციაა განსაზღვრული, სადაც მიწისქვეშა პარკინგის განხორციელებააა შესაძლებელი. დღეს გამოგვაქვს 3 ლოკაცია. ესენია: გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიები. ჯამში, სამივე ადგილზე 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი. ამ ლოკაციებზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება და ის კომპანია გაიმარჯვებს, რომელიც მეტ საგარანტიო პირობას შესთავაზებს მერიას, მიწის ნაკვეთი კი ამ კომპანიას ერთ ლარად გადაეცემა,“-აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, გასულ წელს, თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაკვეთით, კომპანია PWC-იმ მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეარჩია. 

კომპანიის ინფორმაციით, შერჩეული იყო: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, დინამოს სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსთან და გეგეშიძის ბაღთან 

ახლოს მდებარე ლოკაციები. 

შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგის ადგილი იყო, ხოლო ერთი, მიწისზედა პარკინგი, რომელიც თბილისის მერიასთან უნდა მოწყობილიყო.

bpn

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930