გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრ ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს

23-01-2021

ისევ დამძიმდა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის, 68 წლის ალექსანდრ ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, 8 იანვრიდან მოყოლებული მოსკოვში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.


ექიმები მის მდგომარეობას „სტაბილურად მძიმედ“ აფასებენ.


ანქვაბი 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დაინფიცირდა. პირველ დღეებში, მკურნალობას სახლში გადიოდა, შემდეგ, აფხაზეთის საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მალევე, მოსკოვში გადაიყვანეს. მისი დიაგნოზია ორმხრივი, პოლისეგმენტური პნევმონია. 


10 დღის შემდეგ, 18 იანვარს, აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესების შემდეგ, ალექსანდრ ანქვაბს კვლავ მოემატა სუნთქვითი უკმარისობა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. 



jame-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031