გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქართული ჟოლო და მოცვი ექსპორტზე ჩინეთში გავა

25-04-2018

შპს "აგროლეინი“ ჩინეთში ლურჯი მოცვისა და ჟოლოს გაყიდვას გეგმავს. კომპანიის პროდუქცია ამჟამად ექსპორტზე დუბაიში, ქუვეითსა და კატარში გადის.

,,გვინდა, ჩინეთთან დავიწყოთ მუშაობა, რადგან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მათთვის ჩვენი პროდუქცია ძალიან მიმზიდველი ხდება. თუ შევძლებთ ლოჯისტიკური ნაწილის მოწესრიგებას, წელსვე დავიწყებთ ექსპორტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი წლის სეზონზე მაინც გავიტანთ. უცხო ქვეყნებში ჩვენი პროდუქცია თვითმფრინავით გაგვაქვს და ეს ნაწილი გვაქვს მოსაგვარებელი. წელს, ნოემბერში, ჩინეთში მასშტაბური ,გამოფენაა დაგეგმილი, რომელშიც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, გიორგი ღვინიაშვილმა. 
შპს "აგროლეინმა“ ფუნქციონირება გასულ წელს დაიწყო და 30 ტონა ლუჯი მოცვი და ჟოლო გადაამუშავა, წელს კი მის გაორმაგებას გეგმავს. კომპანიაში გაყინულ და ე.წ. ფრეშ კენკრას აწარმოებენ. 1 კილოგრამი კენკრას ფასი უცხო ქვეყნებში 15-დან 20 ლარამდე მერყეობს, ადგილობრივ ბაზარზე კი მისი ღირებულება 50%-ით ნაკლებია.
"აგროლეინის" საწარმო ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, "ერთიანი აგროპროექტის" ფინანსური მხარდაჭრით აშენდა. ის თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი და ISO 22 000-ის მფლობელია.

knews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728