გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ იგოეთში ახალი საბავშო ბაღი შენდება

25-01-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში შპს „ხარისხი“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას აგრძელებს.

"საბავშო ბაღი 50 აღსაზრდელზე შენდება და სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კეთილმოწყობილ შენობაში აღსაზრდელებს, პედაგოგებსა და მომსახურე პერსონალს ყველა პირობა ექნებათ, ამასთან კეთილმოეწყობა საბავშო ბაღის ეზოც.

სკოლამდელი აღზრის დაწესებულების მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 696 326 ლარი იხარჯება.

სოფელში ათეული წლებია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ იგოეთისა და მრგვალი ჭალის აღსაზრდელებს ახალი, სრულად აღჭურვილი საბავშვო ბაღი ექნებათ" - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930