26-01-2021
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის განცხადებით, ედუარდ შევარდნაძემ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრად იმიტომ დანიშნა, რომ ეგონა კისერს მოიტეხდა.
ამის შესახებ თარგამაძემ გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.
"სააკაშვილი იუსტიციის მინისტრად შევარდნაძეს ამერიკელებმა დაანიშნინეს. შევარდნაძე უკვე ასაკში იყო და იფიქრა, - სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტზე აუცილებლად კისერს მოიტეხსო. სააკაშვილი ახალი დანიშნული იყო, როცა ქსნის კოლონიაში სროლები ატყდა, 300 პატიმარი გაიქცა და მიშას მართლა კისერი ჰქონდა მოტეხილი, მაგრამ შევარდნაძე ამერიკელებმა "დაასტოპეს".
შევარდნაძეს მაგ დროს სულელი სააკაშვილი ფეხებზე ეკიდა, თავის მთავარ ოპონენტად ჟვანიას მიიჩნევდა და ვერც წარმოიდგენდა, თუ ამერიკელები სააკაშვილს ასეთ უზარმაზარ მხარდაჭერას აღმოუჩენდნენ.
ჟვანიას მე ვაბალანსებდი, ხოლო სულელ სააკაშვილს სერიოზულად ვინ აღიქვამდა? ამერიკელებს პრეზიდენტად ზურაბ ჟვანია უნდოდათ! მაშინ ჩემი გადადგომა კი არ იყო გეგმაში, გეგმაში იყო შევარდნაძის გადადგომა, მეგრამ მაშინ მე გადავეფარე შევარდნაძეს, გადავდექი და ჟვანიაც გადავაყენე" - განაცხადა თარგამაძემ.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით