გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორჯომში სამასალე ხეების უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

25-04-2018

ეროვნული სატყეოს სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ფონდი ტერიტორიიდან ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.


სამართალდამრღვევმა პირველი ხარისხის სამასალე მერქანით დატვირთული ავტომანქანა, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებისას დატოვა და მიიმალა.


ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს ავტომობილისა და მძღოლის იდენტიფიცირება. უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი და ავტომობილი დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930