გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე შეუწყდება

27-01-2021

„ჩვენ გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ბუნებრივია, მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ოპოზიციურ პარტიებს და მათ მედიასაშუალებებს, რეალურად, აწუხებთ უფლებამოსილების შეწყვეტის ბედი.

„დღეს რამდენი დეპუტატიც შემოვიდა დარბაზში, ყველამ მითხრა, რომ ყველა ოპოზიციური მედიასაშუალების წარმომადგენელი სათითაოდ ეკითხება პირადი აზრის დონეზე, რა განწყობა აქვთ მათ, შეუწყდებათ თუ არა ოპოზიციონერებს უფლებამოსილება. როგორც ჩანს, ოპოზიციის იმ ძალიან შემართებით განწყობისგან განსხვავებით, რეალურად, მათ და მათ მედიასაშუალებებს ძალიან აწუხებთ უფლებამოსილების შეწყვეტის ბედი. თუ ასე ნერვიულობენ ისინი, მაშინ ასეთი შემართებით საზოგადოების წინაშე ნუ პოზიციონირებენ, სიმართლე უთხრან, რომ არ უნდათ შეუწყდეთ უფლებამოსილება. თუ ასე პოზიციონირებენ, მაშინ ამ ჩაკითხვებს და იმედის ნაპერწკალის ძებნას რომელიღაცა დეპუტატის პირად მოსაზრებაში, მგონია, რომ უნდა დაანებონ თავი. ჩვენ გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ბუნებრივია, მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე. რა თქმა უნდა, ერთ სხდომა ამ გადაწყვეტილების წინ იქნება აუცილებლად ჩატარებული, მაგრამ ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ ვერცერთ წარმომადგენელს ოპოზიციიდან, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება თუ არ შეიცვლება, ამიტომ, თუ რეალურად, სხვანაირად ფიქრობენ, საზოგადოებასაც უთხრან ის, რასაც ფიქრობენ და არა რაღაც შეთქმულების თეორიების ძებნა. პირადი მოსაზრება შეიძლება მეც ცოტა სხვანაირი მქონდეს, მაგრამ მათ აქვთ გამოხატული პოზიცია და მათი გამოხატული პოზიციის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე გავახმოვანეთ“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930