გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისში ყოფილი სომხური სკოლის ძველ გერმანულ შენობას რეაბილიტაცია უტარდება

27-01-2021

ბოლნისში, წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ყოფილი სომხური სკოლის შენობა მალე ახალ სიცოცხლეს დაიბრუნებს. ისტორიულ შენობაში ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი განთავსდება.

პროექტი ქართულ-გერმანული თანადაფინანსებით ხორციელდება. პირველ ეტაპზე შენობა გადაიხურა, კედლები გამაგრდა და ფასადი რეაბილიტირდა. ახლა კი შენობის შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.
ისტორიული შენობის შიდა ინტერიერის მოწყობისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 356 000 ლარი გამოყო.

“სულ მალე ბოლნისში, ყოფილი სომხურ სკოლის შენობაში, ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი გაიხსნება, ეს კი ნათლად ადასტურებს ამ ორი ქვეყნის მჭიდრო კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობებს. ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით შენობის შიდა ინტერიერის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრის მეშვეობით ბოლნისის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930