გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

28-01-2021

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ინგლისური ენის სწავლების ცენტრის, „აიენთი’’-ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 60000 ლარის მოცულობის თანხა გამოყო. ფინანსური რესურსი უძრავი ქონებისა და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა. ცენტრი ბათუმში მდებარეობს და უკვე 11 წელია ფუნქციონირებს. ამჟამად ობიექტი 32-მდე თანამშრომელს ასაქმებს.

„აიენთი“ ყოველწლიურად 650-მდე მოსწავლეს იღებს, კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი სწავლის დონის დამადასტურებელ, ადგილობრივ სერტიფიკატებს გასცემს. სასწავლო ცენტრი სამომავლო გაფართოების მიზნით ახალი ფილიალების გახსნასაც გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა,მხარი დავუჭიროთ „აიენთი“-ს და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაში. ბათუმში მდებარე ინგლისური ენის სწავლების ცენტრი უკვე მრავალი წელია ამზადებს მსურველებს. ჩვენი ხელშეწყობით კი ცენტრმა ახალი ინვენტარი და უძრავი ქონება შეიძინა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება კიდევ უფრო მეტი მოსწავლისათვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებაში. წარმატებას ვუსურვებთ „აიენთი“-ს სამომავლო საქმიანობაში, ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ როგორც განათლების, ასევე ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930