გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებ დანარჩენ ოპოზიციას, ან შემოუერთდნენ ამ დოკუმენტს, ან მოუწევთ ახსნა, რის გამო არ უერთდებიან რადგან უკვე არგუმენტები აღარ რჩებათ

29-01-2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, მოუწოდებს პარტია “მოქალაქეებთან“ დღეს გაფორმებულ შეთანხმებას შეუერთდნენ.

„დოკუმენტი, რომელზეც დღეს ხელი ორი პარტიის მხრიდან მოეწერა, ღიაა ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და დღეს მათი წარმომადგენლები ირიცხებიან საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში, ისინი არიან დეპუტატები, ვიდრე მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ და მათ აქვთ საშუალება, რომ ამ დოკუმენტს შემოუერთდნენ. ეუთო/ოდირის რეკომენდაციებიდან დაწყებული, მათ მიერ დაყენებული საკითხებით გაგრძელებული, მაგალითად, როგორიც არის, ნულიდან 3%-იან ბარიერამდე მსჯელობა, ანუ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით რომ 4 და 5%-იან ბარიერის ფარგლებში არ ვიმსჯელებთ. მსჯელობა იქნება მხოლოდ ნულიდან 3%-მდე, ანუ 3%-იანი უკვე გარანტიაა, დანარჩენი უკვე მოლაპარაკებების და კონსულტაციების შედეგად შეიძლება გადაწყდეს იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს იმდენი დეპუტატი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შესაძლებელია განხორციელდეს“, - აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, იქ არის უამრავი სხვა საკითხი. ე.წ. 100 მეტრიან დისტანციასთან, ასევე, ელექტრონულ სისტემასთან, შტრიხ კოდთან დაკავშირებით. „ ამ დონეზე ჩავედით სიღრმეებში და თუ თავსებადი იქნება სხვა ინოვაციებთან და ტექნოლოგიებთან, რომელიც შემოვიტანეთ ჩვენ ამ შეთანხმების ნაწილად ამ შემთხვევაში, იქნება შტრიხკოდებზეც საუბარი რომ თეორიული შანსიც კი გამოირიცხოს ე.წ. კარუსელის და ა.შ. უამრავი საკითხია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, მათივე მონაწილეობით შეიქმნება კომისია და დადგინდება ჰქონდა თუ არა, არჩევნებზე გაყალბებას, გადაცდომას, ხარვეზს ადგილიდ ა ამან „ქართულ ოცნებას თუნდაც 1%-იანი „სარგებელი“ მოუტანა, მაშინ ხელისუფლება თანახმაა ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.

„რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, რომელთა წარმომადგენლებიც ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში ირიცხებიან, მათ მოვუწოდებ, ან შემოუერთდნენ ამ დოკუმენტს, ან მათ მოუწევთ ახსნა, რის გამო არ უერთდებიან ამ დოკუმენტს, რადგან პრაქტიკულად მათ უკვე არგუმენტები აღარ რჩებათ. იმის მიუხედავად რომ დოკუმენტში ამის ასახვა საჭიროდ არ ჩავთვალეთ ასევე, ვტოვებთ პირობას, საჯაროდ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ შემოვლენ, შეიქმნება კომისია, მათივე მონაწილეობით დადგინდება ჰქონდა თუ არა, გაყალბებას, გადაცდომას, ხარვეზს ადგილი. თუ ამ ხარვეზებმაც კი 1%-იანი სარგებელი მოუტანა „ქართულ ოცნებას“ ჩვენ თანახმა ვართ, ჩავატაროთ ახალი არჩევნები. ისინი დარწმუნებული ვარ, იძულებული გახდებიან, ამ საკითხზე განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთონ. ან შმოუერთდნენ ამ დოკუმენტს, ან ამ დოკუმენტის თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით მოუწევთ განმარტებების გაკეთება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930