გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილება, ვინც უპასუხისმგებლობას და შანტაჟს თავი დააღწია

31-01-2021

„მისასალმებელია იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილება, ვინც უპასუხისმგებლობას და პოლიტიკურ შანტაჟს თავი დააღწია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია საზოგადოების თვალწინ ცდილობდა",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციის რადიკალური ფრთა პოლიტიკური შანტაჟისთვის მათ მიერ კონტროლირებად მედიას და სხვა საშუალებებს იყენებდა, რაც იაგო ხვიჩიაზე და ალექსანდრე ელისაშვილზე ორკესტრირებულმა თავდასხმებმა დაადასტურა. "აი რა გელით, თუ სხვანაირად მოიქცევით" - ეს იყო რადიკალური ოპოზიციის და მათი პოლიტპროდუსერების გზავნილი.

„ოპოზიციონერების განცხადებებით დღეს უკვე საზოგადოებისთვის ცხადია, რომ ოპოზიციის შიგნით მძიმე პოლიტიკურ შანტაჟს ჰქონდა ადგილი, რაც იაგო ხვიჩიაზე და ალექსანდრე ელისაშვილზე ორკესტრირებულმა თავდასხმებმა დაადასტურა. "აი რა გელით, თუ სხვანაირად მოიქცევით" - ეს იყო რადიკალური ოპოზიციის და მათი პოლიტპროდუსერების გზავნილი. კარგად ვნახეთ მაგალითი, თუ როგორ მოექცა ოპოზიციის რადიკალური ფრთა, მაგალითად, ალექსანდრე ელისაშვილს, რომელმაც განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. ეს მიუთითებს თვითონ ამ ოპოზიციის შიგნით, ე.წ. გაერთიანებულ ბანაკში როგორია დემოკრატიის ხარისხი და ეს ყველა მოქალაქეს გვახსენებს იმ პერიოდს, როდესაც ეს ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში და სწორედ ასეთი მეთოდებით უსწორდებოდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. ამიტომაც არის მათი დაბრუნება ხელისუფლებაში შეუძლებელი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930