გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2020 წელს ექსპორტის მოცულობა 12%-ით შემცირდა

5-02-2021

გასულ, 2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის ინფორმაციით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2020 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (459.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (401.2 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (310.4 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის ცნობითვე, 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 729.4 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 246.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 209.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7 პროცენტი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930