გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მეტრომანის“ საიუბილეო ესკიზის კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

25-04-2018

„მეტრომანის“ საიუბილეო ესკიზის კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია. კომისიამ დღეს 10 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა.


კონკურსში მონაწილე 48 დამოუკიდებელმა კონკურსანტმა და ერთმა ჯგუფმა ჯამში 80 ესკიზი წარმოადგინა.


გამარჯვებული ავტორის ვინაობას თბილისის მერი კახა კალაძე 5 მაისს მეტროსადგურ „რუსთაველში“დაასახელებს, სადაც „მეტრომანის“ საუკეთესო ესკიზების ერთდღიანი გამოფენა მოეწყობა.


კონკურსი 2018 წლის 10 აპრილს დაიწყო, ხოლო ნამუშევრების მიღება 24 აპრილს დასრულდა. მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა, ასაკის, სამუშაო ადგილისა და პროფესიის მიუხედავად.


„მეტრომანის“ ახალი დიზაინი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის იუბილეს ეძღვნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031