გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა

9-02-2021

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიამ საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა.

ლაბორატორიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტესტირებაში მონაწილეობით შემოწმდა როგორც სპეციალისტების კვალიფიკაციის დონე, ასევე, დაავადებების დიაგნოსტირების სიზუსტედა სანდოობა უკვე დანერგილი მეთოდების გამოყენებით.

კონკრეტულად, ტესტირება ეხებოდა:

• მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღრუბლისებრი ენცეფალოპათიის (BSE)- სკრეპის (Scrapie) ანტიგენის აღმომჩენი პროფესიული ტესტირების პანელი - (BSE-Scrapie Antigen Detection ELISA Panel) მეთოდი-ენზიმ დაკავშირებული იმუნოფერმენტული ანალიზი(ELISA). ანტიგენის აღმომჩენი ტესტი.

საკვალიფიკაციო ტესტირება ორგანიზებული იყო საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციის Animal and Plant Health Agency ( APHA-Scientific) –VETQAS / ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის სააგენტო და ვეიბრიჯის მიერ.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი აკრედიტებულია" - აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930