9-02-2021
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრის დასაწყისში განიხილეს საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი და მისი ხელმომწერის - სდრ დამფუძნებელთა კრების, წარმოშობით ონელი დეპუტატის, პავლე ბერიშვილის სახელის უკვდავყოფისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, ისაუბრეს შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ცალკეულ ღონისძიებებზე, ასევე იმსჯელეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იაპონიის საელჩოს, მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა" (GGP) პროექტის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, გამარჯვებული ონის მუნიციპალიტეტის უფლებების, ვალდებულებების და სამომავლო აქტივობების შესახებ დაგეგმილ მნიშვნელოვან საკითხებს.
სამსახურების ხელმძღვანელებმა, წარმოადგინეს ინფორმცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.