გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკუთრების უფლების დარღვევის გამო თბილისის მერიას და საჯარო რეესტრის სააგენტოს მოქალაქის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დაევალა

9-02-2021

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოქალაქისთვის 14 000 აშშ დოლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაავალა.

საია-ს ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოთხსენებული ადმინისტრაციული ორგანოების არამართლზომიერმა მოქმედებებმა დაარღვია მოქალაქის საკუთრების უფლება.

კერძოდ, აღნიშნულმა პირმა 2005 წელს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა. ამის მიუხედავად, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 2011 წელს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამავე მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით, რაც სააგენტომ საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე დააკმაყოფილა. საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდგომ, მიწის ნაკვეთი ქონების მართვის სააგენტომ აუქციონის წესით გაასხვისა კერძო პირზე.

სასამართლომ განმარტა, რომ თვითმმართველობის სახელზე მიწის ნაკვეთის აღრიცხვის თაობაზე მომართვის წარდგენისას აუცილებელი იყო საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა. ვინაიდან მიწის ნაკვეთის მესაკუთრე პირი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ხდება, ადმინისტრაციულ ორგანოს, მის საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვისას, ხელთ უნდა ჰქონოდა საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია ნაკვეთთან დაკავშირებით, მათ შორის ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაციის შემთხვევაშიც. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც მარეგისტრირებელ ორგანოს, ჰქონდა ვალდებულება, გადაწყვეტილება მიეღო საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად.

მოსარჩელემ საკუთრებასთან დაკავშირებული რამდენიმე დავა სასამართლოში 2011 წლიდან დაიწყო. მის ინტერესებს სასამართლოში დღემდე საია იცავდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930