გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი კომპანია „აკორდს“ სიცრუეში ადანაშაულებს

25-04-2018

„2018 წლის 25 აპრილს, კომპანიამ აკორდი მედიაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 59.5 მილიონის ღირებულების 2 კონტრაქტში გაიმარჯვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“-ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.


უწყების ცნობითვე, სამტრედია-გრიგოლეთის 11 კმ-იანი გზის მშენებლობისა და მოლითი-ჩუმათელეთის 26 კმ-იანი გზის რეკონსტრუქციის სატენდერო პროცედურები არ დასრულებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერში მონაწილე კომპანიების შერჩევა-შეფასება, შესაბამისად გამარჯვებული-კომპანია ჯერ არ გამოვლენილა.


საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს ტენდერში მონაწილე ყველა კომპანიას, დაიცვან ტენდერის ჩატარების წესები და პრინციპები და თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031