გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა საღარეიშვილი: ახალ საქმიანობას იმ პრობლემების მოგვარებით დავიწყებ, რაც შიდა ქართლში არსებობს

9-02-2021

მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის, რაც ერთგვარი სტიმულია ჩემი სამომავლო საქმიანობის შესრულებსითვის და რა თქმა უნდა, ახალ საქმიანობას დავიწყებ იმ პრობლემების მოგვარებით, რაც არსებობს შიდა ქართლის რეგიონში, - ამის შესახებ შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ვინაიდან სამსახურეობრივად რამდენიმე წელი იმყოფებოდა შიდა ქართლში, მისთვის კარგად არის ცნობილი რეგიონში არსებული პრობლემები.

„დავინიშნე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე. უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის, რაც ერთგვარი სტიმულია ჩემი სამომავლო საქმიანობის შესრულებსითვის და რა თქმა უნდა, ახალ საქმიანობას დავიწყებ იმ პრობლემების მოგვარებით, რაც არსებობს შიდა ქართლის რეგიონში.
აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ შიდა ქართლში სამსახურეობრივად რამდენიმე წელი მომიწია ყოფნა, მუშაობა, კარგად ვიცნობ რეგიონსა და შესაბამისად იქ არსებულ პრობლემებს,"- განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930