26-04-2018
ახმეტის მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების მანქანას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ზემო ალვანში იმ დროს მოხდა, როდესაც სასწრაფოს მანქანა გამოძახებიდან ბრუნდებოდა.
ავარიის შედეგად დაშავდნენ ექიმი და ექთანი. ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.