გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციელმა ტვ ”პირველს” სასამართლოში უჩივლა

11-02-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაურმა - გელა კვაშილავამ ტელეკომპანია "პირველის" მიერ მის შესახებ გავრცელებული ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

“როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღვნიშნე, ვიბრძოლებ ჩემი უფლებებისთვის. სასამართლოს მივმართე სარჩელით და ტელეკომპანია "პირველისგან" მოვითხოვ, უარყონ გავრცელებული ინფორმაცია და ჩემი უფლებების დარღვევისთვის ვითხოვ მორალური ზიანის ანაზღაურებას. ჩემ შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია და გამოგონილი ამბები. დარწმუნებული ვარ, სიმართლე გაიმარჯვებს”, – განაცხადა გელა კვაშილავამ​.

"გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "პირველის" მიერ მის მიმართ გავრცელდა ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში, რაც მიზნად ისახავდა მისი, როგორც პოლიციელის და სამინისტროს დისკრედიტაციას. სარჩელით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული პოლიციელის უფლებების სამართლებრივ დაცვას განახორციელებს - ვისი, როგორც პოლიციელის მიმართაც, მოხდება ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელება. სარჩელი გამყარებულია შესაბამისი მტკიცებულებებით და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, გელა კვაშილავას ინტერესების დამცველმა მარიამ კერესელიძემ.

მიმდინარე წლის 30 იანვარს ტელეკომპანია "პირველმა" სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური - გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში დაადანაშაულა, ასევე, ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი სურათი. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა აუხსნა, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა, რეპორტაჟი მაინც მტკიცებით ფორმაში გავიდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930