12-02-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე სამხედრო დასახლების, ხევძმარის,შეშელიძის, ალეკო გობრონიძის,რამაზ შენგელიას და ონის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების(ნაწილობრივ), ძოწენიძის, რამაზ ჩხიკვაძის, ირაკლი გამრეკელის, გურიელის, შალვა ნუცუბიძის და დავით გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
12:00 საათიდან 14:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ვაჟა-ფშაველას გამზირის(ნაწილობრივ) მოსახლეობა, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე მახალდიანის, ცოტნე დადიანის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ჭიჭინაძის, ენუქიძის და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე გარდაბნის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, ქინძმარაულის, ოცხელის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მოსახლეობა.