გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები უნდა დასრულდეს

12-02-2021

იმის მაგივრად, რომ ვიჭორაოთ და ერთმანეთს ხულიგნურად დავემუქროთ რომ გადავიხდით გირაოს ან არ გადავიხდით, ყველამ ჯობია ის მანდატი გავიაზროთ, რაც მოქალაქეებმა არჩევნების დროს დაგვაკისრეს, შევიდეთ იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პოლარიზაციის ასეთი ხარისხი, ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ.

„მე პოლიტსაბჭოზე ხან ვახერხებ, ხან ვერ ვახერხებ. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ერთხელ და სამუდამოდ ეს პოლარიზაციის ასეთი ხარისხი, ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები, აქ ვიღაცამ მკითხა, „გადავიხდი გირაოს, არ გადავიხდი", უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ ქვეყანას იმხელა გამოწვევები აქვს, ეკონომიკურიც, უსაფრთხოების თვალსაზრისით და საბოლოო ჯამში დაგვემატა ჯანდაცვის თვალსაზრისიც, რომ შეუძლებელია ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკური ძალა გაუმკლავდეს ამ პრობლემებს და უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკური ხულიგნობა, ან უშინაარსო რაღაც ქმედებები ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა ხდება, რადგან ჯანდაცვის პრობლემა, ეკონომიკის პრობლემა, ჩვენი ბავშვების სკოლაში დაბრუნების პრობლემა ეს ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემაა, ხვალინდელი დღის პრობლემაა და იმის მაგივრად, რომ ვიჭორაოთ და ერთმანეთს ხულიგნურად დავემუქროთ, რომ გადავიხდით გირაოს ან არ გადავიხდით, ამის მაგივრად ყველამ ჯობია ის მანდატი გავიაზროთ, რაც მოქალაქეებმა არჩევნების დროს დაგვაკისრეს, შევიდეთ იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება და ყველამ ერთად ვიზრუნოთ იქ ქვეყანაზე. მე ვგრძნობ სრულ მხარდაჭერას ჩემი გუნდის მხრიდან და ეს მხარდაჭერა მაძლევს იმ ძალას, რომ ვიყო ეფექტური იმისთვის, რომ ის პრობლემები, რომლებიც ახლა ჩვენ ჩამოვთვალეთ, გადავწყვიტო. თქვენ შეიძლება გეჩვენებათ, მე ამას ვერ ვგრძნობ. მე ამას აღვიქვამ როგორც ჭორაობად, მე ვგრძნობ და მაქვს სრული მხარდაჭერა ჩემი გუნდის, ისევე როგორც ირაკლი კობახიძეს, როგორც პარტიის თავმჯდომარეს აქვს სრული მხარდაჭერა ჩემი მხრიდან და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ დაანებეთ ახლა ამას თავი,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930