გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: შეხვედრას ფრაქციების თავმჯდომარეები, კომიტეტის თავმჯდომარეები, სპიკერატი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან

26-04-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრას ფრაქციების თავმჯდომარეები, კომიტეტის თავმჯდომარეები, სპიკერატი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება.
მისივე თქმით, პარტიის შიგნით არსებული საკითხების გადასაჭრელად შიდა კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.

„ვიკრიბებით, რომ განვიხილოთ პარტიის წინაშე არსებული ამოცანები, პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხები და დავიწყოთ მზადება ყრილობისთვის. "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე შეხვედრას ესწრებიან ფრაქციების თავმჯდომარეები, კომიტეტის თავმჯდომარეების, სპიკერატი და რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე.
უმრავლესობის დიდ შეხვედრასთან დაკავშირებით მედიაში იყო გადაჭარბებული მოლოდინები შექმნილი, რომ თითქოს მხოლოდ ეს ერთი შეხვედრა მიეძღვნება იმ საკითხების გადაჭრას, რომელიც პარტიის შიგნით არსებობს - ეს ასე არ არის. ამ საკითხებზე შიდაპარტიული კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს, არაერთი შეხვედრა გაიმართა. უმრავლესობის სხდომა ყველა დეპუტატის მონაწილეობით უახლოეს პერიოდში შედგება“-განაცხადა არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე რაკლი კობახიძესთან დაპირისპირებული ე.წ ურჩი დეპუტატები არ მიიწვიეს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031