17-02-2021
თბილისში, მესამე მასივში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელი ბინის მეექვსე სართულსა და მეხუთესა და მეშვიდე სართულების აივნებს. ცეცხლის გავრცელების საშიშროების გამო მოსახლეობის დაცვის მიზნით კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.
მეხანძრეებს მეშვიდე სართულზე ბინაში ერთი ცხედარი დახვდათ. ადგილზე 9 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული.