გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პარტიას საბოლოოდ ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოაყალიბებს

26-04-2018


„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრემიერის ინიციატივით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება- ის ბრუნდება პოლიტიკაში, ის დაიკავებს შესაბამისი ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება პოლიტიკურ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, პარტიას საბოლოოდ ჩამოაყალიბებს ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად.

„ჩვენ ვსაუბრობდით ძალიან ხშირად, მათ შორის, პარტიულ კონფერენციებზე იმაზე, რომ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პოლიტიკური პარტია, საჭიროა, ჩვენი პარტია, საბოლოოდ, ჩამოყალიბდეს როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ძალისხმევა, ამას სჭირდება განსაკუთრებული რესურსი და ამ კუთხით, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება როგორც თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიაში პოზიტიური პროცესები წარიმართება და პარტია „ქართული ოცნების“ გაძლიერება საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

 

 

 

„არის პოზიტიური პროცესები, რომელიც წარიმართება ჩვენს პარტიაში. ჩვენი ამოცანა არის პარტიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება.  „ქართული ოცნების“ გაძლიერება მნიშვნელოვანია, ზოგადად, პარტიული სისტემის განვითარებისათვის საქართველოში. სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ ამ პროცესებს“.

 

ირაკლი კობახიძემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება,  ვერავითარ გავლენას  არ მოახდენს სხვა საკადრო საკითხებზე და გადაწყვეტილებებზე.

 

„ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ვერავითარ გავლენას  და არავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო, ასე ვთქვათ, საკითხებზე, გადაწყვეტილებებზე. ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ა.შ. საუბარია იმაზე, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება პარტიას და ის პოლიტიკურ პროცესებში იქნება ჩართული როგორც პარტიის თავმჯდომარე, ამ, ასე ვთქვათ, თანამდებობისთვის დამახასიათებელი ფუნქციების შესაბამისად“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

პრემიერ- მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გიორგი კვირიკაშვილი იკავებს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას და მას ექნება საკვანძო როლი პროცესებში, რომელიც პარტიის განვითარებასთან და გაძლიერებასთან არის დაკავშირებული.

 

„ბუნებრივია, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ლიდერი. ის არის პრემიერ- მინისტრი. ის იკავებს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას საქართველოში. აქედან გამომდინარე, მას ექნება, ბუნებრივია, საკვანძო როლი პროცესებში, რომელიც დაკავშირებულია პარტიის განვითარებასთან და გაძლიერებასთან“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031