18-02-2021
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი წლებია რაც საქართველოში დაბრუნებას აანონსებს.
გთავაზობთ სააკაშვილის მორიგ დაპირებას დაბრუნების შესახებ, რომელიც მან 2015 წელს, გამოცემა NEW EASTEM EUROPE - სთან საუბრისას გააკეთა:
"მე ვარ ლიდერი მთავარი და ორგანიზებული ოპოზიციური პარტიისა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
ჩემ წინააღმდეგ აღძრული საქმის გამო, საქართველოში ვერ ვბრუნდები, თუმცა პარტიას აქედანაც ეფექტურად დავეხმარები.
ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს. ის ყველაფერს თავისი მარიონეტების მეშვეობით აკონტროლებს. ასე, რომ ჩემი დაბრუნების არანაირი ბარიერი არ არსებობს.
დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე საქართველოში დავბრუნდები" - აცხადებდა სააკაშვილი 2015 წელს.
P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით