გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: „ქართული ოცნება“ განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე დგას

26-04-2018

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თავისი განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე დგას.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პარტიის განმტკიცებასა და გაძლიერებას ყველაზე უკეთ შეძლებს.

„პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნებას“ დგას თავისი განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ პარტიის განმტკიცებას, გაძლიერებას და იმ ღირებულებების გარშემო ყველას გაერთიანებას, რომელი ღირებულებებიც ჩვენ 2011 წლიდან გვაერთიანებს, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უხელმძღვანელებს პარტიას თავმჯდომარის რანგში. 
ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილების მიღების ინიციატივით, როგორც დღეს თავადაც განმარტა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავად პრემიერ-მინისტრმა მიმართა და დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამ შეთავაზებას ბატონი ბიძინა დათანხმდა“- განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სტატუსით ბრუნდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930