გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დავით უსუფაშვილი: ივანიშვილის პარტიაში დაბრუნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრახია

26-04-2018

ეს არის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრახი და ბიძინა ივანიშვილის მეორე მცდელობა, პოლიტიკურ გუნდს ქვეყნის სამართავად თავი მოუყაროს, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ახლა მთელი კითხვა იმაშია, შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის მიერვე დაშვებული შეცდომების გააზრებას და ჯანსაღი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას. 

„ეს არის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრახი და ბიძინა ივანიშვილის მეორე მცდელობა, თავი მოუყაროს პოლიტიკურ გუნდს ქვეყნის სამართავად. ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში იმ შემთხვევაში თუ მეორედ მოსვლის ვითარება შეიქმნებოდა ანუ თუ ძალიან კრიზისული პროცესები განვითარდება ქვეყანაში და როგორც ჩანს, მან ჯანსაღად შეაფასა არსებული ვითარება - აქვს ამის ალღო, დაინახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კრიზისში შეიყვანა ქვეყანაც და საკუთარი თავიც და გადაწყვიტა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამ ნაწილში კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, თუ რაოდენ მძიმე ვითარებასთან გვქონდა საქმე. ახლა, მთელი კითხვა იმაშია, შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის მიერვე დაშვებული შეცდომების გააზრებას პარტიული მშენებლობის ნაწილში და ჯანმრთელი და ჯანსაღი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. 

„პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.




ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930