გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციაში დადებითად აფასებენ საქართველოს, როგორც ახალაღმოცენებული ქვეყანას ზამთრის ჩემპიონატებს მსოფლიო რუკაზე

25-02-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაკურიანში, სქი - ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის ორგანიზატორებს - შეხვდა.

შეხვედრას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სქი-ქროსის მიმართულების დირექტორი კლაუს ვალდნერი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და ვიცე-პრეზიდენტი პატრიკ ლანგი ესწრებოდნენ.

ბაკურიანში სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები 26 - 28 თებერვალს გაიმართება, რომლებიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ ისაუბრა ბაკურიანში მაღალი რანგის სამთო - სათხილამურო ტურნირის ჩატარების მნიშვნელობაზე საქართველოს, როგორც განვითარებული სამთო ტურისტული ქვეყნის, პოპულარიზებისთვის. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს როგორც ბაკურიანში, ასევე გუდაურში საერთაშორისო შეჯიბრებების გამართვას და ამ მიზნით აქტიურად მონაწილეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

მინისტრის განცხადებით, ბაკურიანი მზადაა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს როგორც მსოფლიო თასის ეტაპებს, ასევე 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს.

„ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრი ტარდება 2023 წლის ზამთრის ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით. მოგეხსენებათ, ამ მიზნით საქართველოში ძალიან სერიოზული დელეგაციები ჩამოდიან 9 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ მნიშნელოვან სპორტულ ღონისძიებაში.

დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი ზამთრის სათხილამურო კურორტების განვითარების პერსპექტივები და საქართველო, როგორც ერთ-ერთი ახალაღმოცენებული ქვეყანა საერთაშორისო შეჯიბრებების ზამთრის ჩემპიონატებს მსოფლიო რუკაზე, რომელსაც ძალიან დადებითად აფასებენ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღინიშნა, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართული შეჯიბრებები COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება. ითქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა - აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი და სხვ.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოში ზამთრის სათხილამურო კურორტების განვითარების პერსპექტივები, ასევე ქვეყნის ზამთრის კურორტების მზადყოფნაზე, უმასპინძლოს ზამთრის სპორტის საერთაშორისო შეჯიბრებებს.

აღნიშნავია, რომ სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის ფარგლებში, ბაკურიანში 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ა.შ.შ.). ტურნირის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებს აქტიურად გააშუქებს საერთაშორისო მედია. ტურნირების პირდაპირი გაშუქება მოხდება იტალიურ-შვეიცარული მედია კომპანიის, Infront-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში Eurosport-ის საერთაშორისო არხზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930