გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წალენჯიხაში ფიცრის უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

27-04-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ფიცრის უკანონო და შენიღბულად ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შეჩერებული მიკროავტობუსების საფუძვლიანი დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილ იქნა 2 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, რომელიც შენიღბულად იყო განთავსებული ერთ შემთხვევაში, სხვადასხვა სურსათთან, მეორე შემთხვევაში - მგზავრების სავარძლის ქვეშ, ხოლო მესამე შემთხვევაში - სპეციალურ სამალავებში.


მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930