გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე დაზვერვის სამსახურს ესტუმრა

27-04-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურს ესტუმრა, სადაც სამსახურის ხელმძღვანელს-დავით სუჯაშვილსა და უწყების თანამშრომლებს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ და დაზვერვის სამსახურის უფროსმა, შეხვედრაზე, უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე, რეგიონში შექმნილ ვითარებასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს პარლამენტსა და დაზვერვის სამსახურის შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

უწყების თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მხრიდან სამსახურის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა და უწყების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაზვერვის სამსახურსა და მის თითოეულ თანამშრომელს ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ეროვნული ინტერესების დაცვაში.

„მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან სტუმრობის საშუალება მაქვს. ბატონ დავითს გადავუხდი პირადად მადლობას ამ შესაძლებლობისთვის. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტსა და დაზვერვის სამსახურს შორის. ჩვენ მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ სამსახურს. ჩვენ გვქონდა დღეს ამაზე საუბარი-რაც არის საჭირო პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის კუთხით, ყველაფერი გაკეთდება, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები, თუ რამე იქნება საჭირო, ჩვენ მზად ვართ, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში განვიხილოთ შესაბამისი ინიციატივები მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. ნამდვილად ფასდაუდებელია ამ სამსახურის როლი ჩვენი სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის და აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან იქნება განსაკუთრებული ყურადღება. თითოეული თქვენგანის წვლილი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში არის, ბუნებრივია,

განსაკუთრებული. სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებისთვის ის საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ, არ ჩანს, თუმცა, ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული იმ ადამიანის წვლილი სახელმწიფოს განვითარების, სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში, რომელიც არის ამ სამსახურში წარმოდგენილი ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მიერ გაწეულ მუშაობას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მისივე თქმით, დაზვერვის სამსახურში შთამბეჭდავი ცვლილებები ხორციელდება, რომლებიც, მისი შეფასებით, უწყებას საუკეთესო სტანდარტების სამსახურად ჩამოაყალიბებს.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ბატონი დავით სუჯაშვილი ხელმძღვანელობს ამ სამსახურს, მის შესანიშნავ გუნდთან ერთად. ცვლილებები, რომლებიც ხორციელდება სამსახურში, არის თვალსაჩინო - პირველივე შთაბეჭდილება, რომელსაც ქმნის სამსახურის ახალი შენობა, ბუნებრივია, არის საუკეთესო და ეს არის მხოლოდ, ასე ვთქვათ, პირველი შთაბეჭდილება. რაც შეეხება ცვლილებებს, ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი, ცვლილებებზე, რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება სამსახურის შიგნით და ეს ცვლილებებიც არის შთამბეჭდავი. საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება სამსახურის განვითარებისთვის, შედეგად მოგვცემს საუკეთესო სტანდარტების სამსახურს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც თანამედროვე სივრცეში არის წაყენებული დაზვერვის სამსახურების მიმართ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ დავით სუჯაშვილსა და უწყების თანამშრომლებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი მზად არის, განიხილოს ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც სამსახურისა და მისი რესურსების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ის დევიზი, რომელიც გასდევს თან თქვენს მუშაობას, საუკეთესოდ გამოხატავს იმ ფუნქციებს, რომელიც თქვენ გაქვთ დაკისრებული, საუკეთესოდ გამოხატავს თქვენი სამუშაოს დატვირთვას და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ სულისკვეთებით ახორციელებს თითოეული თქვენგანი ამ სამუშაოს, რისთვისაც ბუნებრივია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ“,- მიმართა დამსწრეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031