გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ბილაინი“ 270 000 ლარით დაჯარიმდა

27-04-2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ვიონი საქართველოს“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) 270 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

უწყების ინფორმაციით, კომისიის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ შპს „ვიონი საქართველო“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს აქტიურად არღვევდა.


„კერძოდ, ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) სააბონენტო ნომერს მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე გასცემდა, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.


შპს „ვიონი საქართველოს“ აღნიშნული დარღვევა ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაუფიქსირდა. პირველ ეტაპზე მას კომისიამ გაფრთხილება მისცა, როგორც ამას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, მეორე ეტაპზე მოხდა კომპანიის დაჯარიმება, გამეორებითი დარღვევის გამო კი კომპანია ამჯერად 270 ათასი ლარით დაჯარიმდა“-ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031