გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„პიქსელში“, მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის გახმაურებულ საქმეში ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

28-04-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული შ.ტ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 19, 108-ე მუხლით.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 11:15 საათზე, ქ.თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი N34-ში მდებარე შპს „პიქსელ მენეჯმენტის“ შენობის მთავარ შესასვლელთან, შ.ტ. - მ ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მეუღლეს თ.ტ. - ს დანით გულმკერდის, მუცლისა და ზურგის არეში მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად თ.ტ. - ს გადარჩენა მოხერხდა.


სამართალდამცველებმა შ.ტ. 2017 წლის 8 სექტემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 19, 108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.ტ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930