გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
თენგიზ კიტოვანი: სააკაშვილი სიკვდილით დასჯის ღირსია, დახვრეტას იმსახურებს!

11-03-2021

"დანაშაულია ქვეყნის ტერიტორიის მესამედი რომ დაკარგა თავისი სისულელეებით! ეს ისეთი დანაშაულია, სიკვდილით დასჯას იმსახურებს! დანაშაულია ორმოცდაათი ქართველის ცხინვალში დაჩოქება. ის კადრები რომ ვნახე, თავის მოკვლა მომინდა. ვისი ბრალია ეს, თუ არა მთავარსარდლის?" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თენგიზ კიტოვანმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.


"ქუჩებში და ციხეებში ხალხის ჩახოცვა, ტერორი, მკვლელობები... რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? პირდაპირ გეტყვით: ამის სასჯელად, ამ დანაშაულებისთვის, ტერიტორიების დაკარგვისთვის, ქართუული ჯარის შეურაცხყოფისთვის, ასობით ადამიანის ჩახოცვისთვის, საერთაშორისო ტერორიზმის მფარველობისა და ხელშეწყობისთვის მიხეილ სააკაშვილი დახვრეტას იმსახურებს! მეტიც, ვინც მისი მომხრეა ისინიც დამნაშავეები, სამშობლოსა და ქართველი ერის მოღალატეები არიან" - განაცხადა კიტოვანმა.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031