გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ლევან ბერძენიშვილი: ჩემდა ჭირად, პროკურატურიდან კორუფციისთვის გაძევებული როლანდ ახალაია სააკაშვილს მე შევახვედრე

12-03-2021

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით როლანდ ახალაია და მიხეილ სააკაშვილი თავდაპირველად ერთმანეთს მისი დახმარებით შეხვდნენ.


როგორც ბერძენიშვილმა გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე რამდენიმე კვირით ადრე განაცხადა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც "გაუნათლებელი პრეზიდენტი (მიხეილ სააკაშვილი რედ.) ყველაზე უკეთ ცხოვრობს."


"ხელისუფლება, რომელსაც მინისტრად ნიკა რურუა ჰყავს, წარსულზე ნუ ლაპარაკობს. ავტომატიანი ბანდიტი უზით კულტურის მინისტრად.


თავის დროზე როლანდ ახალაია კორუფციის გამო გააძევეს პროკურატურიდან, მე იმჟამად ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი. მახსოვს, ჩემთან ჩამოიყვანეს, მთხოვდა, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაში დავხმარებოდი. ჩემდა ჭირად, მე შევუწყვე ხელი მაგათ შეხვედრას.


ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, რომელშიც განათლებული ადამიანი იცხოვრებს უკეთესად, ვიდრე გაუნათლებელი, დღეს კი ამ ქვეყანაში გაუნათლებელი პრეზიდენტი ყველაზე კარგად ცხოვრობს" - აცხადებდა ლევან ბერძენიშვილი.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30